ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ევროპის დღეებთან დაკავშირებით, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

თბილისის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის დღეებთან დაკავშირებით, თბილისში, ევროპის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია.

„ევროპის დღეებთან დაკავშირებით, 6 მაისის 06:00 საათამდე ევროპის მოედანზე მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. შესაბამისად, 5 მაისს N31, N44, N50, N55, N71, N102 და N80 მუნიციპალური ავტობუსები ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ შემდეგი სქემით იმოძრავებენ: გორგასლის ქუჩიდან სვლას განაგრძობენ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლთან აუხვევენ მშრალი ხიდის მიმართულებით, გაივლიან ათონელისა და ვირსალაძის ქუჩებს, შემდეგ კვლავ მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დაუკავშირდებიან, რის შემდეგაც მოძრაობას ბარათაშვილის ქუჩაზე განაგრძობენ“, – აღნიშნულია დედაქალაქის მერიის ინფორმაციაში.

თბილისის მერია საზოგადოებას შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

იტვირთბა....