მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

17 მაისს კონცერტში არ მონაწილეთა მიმართ ვხვდები ძალიან აგრესიულ და გაბოროტებულ “სიწმინდის დამცველებს” – ანდრია ჯაღმაიძე

“17 მაისს კონცერტში არ მონაწილეთა მიმართ ვხვდები ძალიან აგრესიულ და გაბოროტებულ “სიწმინდის დამცველებს”. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ ქრისტიანის მთავარი ნიშანი არის სიყვარული. ნუ გადავაქცევთ ერთმანეთის გმობის დღედ ამ ზეიმს. ვინც ბილწსიტყვაობთ და მოყვასს განიკითხავთ, დაფიქრდით იქნებ თქვენსავე მტერს ამარჯვებინებთ თქვენზე. ნაცვლად ლოცვისა თქვენგან წყევლა და გინება თუ ისმის, ეს უკვე დამარცხებაა!”

საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავად საპატრიარქო აწყობს კონცერტს. მომღერალთა ნაწილმა კონცერტში მონაწილეობაზე უარი განაცხადა.

17 მაისი ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

“თუ მე მომიწევს, როგორც მოქალაქეს, ოფიციალურად ამ ღონისძიებაზე სიმღერა, ეს არ მოხდება ლგბტ თემის უფლებების ხარჯზე”, – აცხადებს მომღერალი ნინო ქათამაძე.

იტვირთბა....