“ამას აუხსნას ვინმემ:
1. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პრეზიდენტი და მთავარსარდალია
2. ქვეყნის პრეზიდენტის და მთავრსარდლის მოსაზრებები და განცხადებები მნიშვნელოვანია და ასაღელვებელიც თუ ასეთი ხასიათი აქვს
3. ქვეყნის პრეზიდენტისთვის ამგვარი შეურაცხყოფის მიყენება არავის სძენს არც ღირსებას და პირველ რიგში იმას აკნინებს ვინც ასე იქცევა
მე კი არ მედარდება ვაშაძე რას იტყვის მაგრამ ერო ჩემო ლამის პრეზიდენტად აირჩიე ეს ადამიანი და ძალიან უხერხული კია.
ეს არ ნიშნავს, რომ ვინც აირჩიე უხერული არ იყო”
თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი; სოციალური ქსელი;
“რომ გითხრათ, მოქალაქე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოში ვინმეს ძალიან აღელვებს-მეთქი, მოგატყუებთ. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად აღელვებს ვინმეს მისი განცხადებები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ის, რომ ამ ადამიანს არც ინტელექტი აქვს, არც თავშეკავება, რომ არ ილაპარაკოს იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს, ეს სხვა საკითხია”, – განაცხადა დღეს გრიგოლ ვაშაძემ.