გაერთიანებული ოპოზიციის “ძალა ერთობაშიას” ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ამერიკის ბაზებთან დაკავშირებით პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება.
“რომ გითხრათ, მოქალაქე ზურაბიშვილის განცხადებები საქართველოში ვინმეს ძალიან აღელვებს-მეთქი, მოგატყუებთ. ახლა წარმოიდგინეთ, რამდენად აღელვებს ვინმეს მისი განცხადებები საქართველოს ფარგლებს გარეთ. ის, რომ ამ ადამიანს არც ინტელექტი აქვს, არც თავშეკავება, რომ არ ილაპარაკოს იმაზე, რაზეც წარმოდგენა არ აქვს, ეს სხვა საკითხია”
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება შესაძლოა, რეკომენდირებული არ იყოს.