ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

წვიმა, სეტყვა და ელჭექი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი ცნობილია

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა. 4 მაისს აგრილდება, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +15, +20 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

5-6 მაისს დათბება და სითბოს ფონზე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა.

ქ. თბილისში 3-5 მაისს მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 6 მაისს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 4 მაისს +17, +19 , ხოლო 5-6 მაისს +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

იტვირთბა....