სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტრომ მუშაობა სრულად განაახლა.
„თბილისის მეტროს პირველ ხაზზე მგზავრთა მომსახურება სრულად განახლდა.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „სარაჯიშვილზე“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, მეტროს პირველი ხაზი მგზავრებს შეფერხებით ემსახურებოდა. მატარებლები მოძრაობდნენ ზონალურ რეჟიმში, მეტროსადგურ „დიდუბედან“ „ვარკეთილის“ მიმართულებით და პირიქით”, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს მეტროსადგურ “სარაჯიშვილზე” მოქალაქე ლიანდაგებში ჩავარდა და გარდაიცვალა, რამაც მეტროს შეფერხება გამოიწვია.