ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

20 წლის ბიჭი მეტროსადგურ “სარაჯიშვილზე” ლიანდაგებში ჩახტა და დაიღუპა

მეტროსადგური “სარაჯიშვილი” ამ დროისათვის შეფერხებით მუშაობს. მიზეზი ის არის, რომ დაახლოებით 20 წლის ბიჭი ლიანდაგებში ჩახტა, რომელიც სამწუხაროდ, დაიღუპა.

როგორც თვითმხილველები ამბობენ, ბიჭი ლიანდაგებში თავისი ნებით ჩახტა, რომელსაც მომავალი მატარებელი დაეჯახა. სამწუხაროდ, მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა. ამ დროისათვის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

დამატებითი ინფორმაციის შემთხვევაში, “მეტრონომი” ოპერატიულად მოგაწვდით ინფორმაციას.

იტვირთბა....