ქუთაისში, მაღალი ძაბვის ვარდნის გამო, მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში, ე.წ. ეშმაკის ბორბალი და საბაგირო გზა გაჩერდა. 20-მდე მოზარდი მეხანძრე-მაშველებმა უვნებლად ჩამოიყვანეს, – ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
„სამაშველო ოპერაციაში მეხანძრე-მაშველების რამდენიმე ჯგუფი მონაწილეობდა. მათი ოპერატიული მოქმედების შედეგად, ატრაქციონიდან ჩამოყვანილი ყველა პირი თავს კარგად გრძნობს.
ელექტროენერგიის გათიშვის შედეგად, გაჩერდა წულუკიძის სკვერიდან პარკის მიმართულებით მოძრავი საბაგირო გზაც, რითაც იმ დროისათვის 5 მოქალაქე მგზავრობდა. მეხანძრე-მაშველებმა ხუთივე მათგანს დახმარება უმოკლეს დროში აღმოუჩინეს”, – ნათქვამია განცხადებაში.