ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დარწმუნებული ვარ, ეს სამოქმედო გეგმა მოგვცემს საშუალებას თავიდან ავიცილოთ ვიზალიბერალიზაციის  შეჩერების მექანიზმის ამოქმედება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკანიანი ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ სამინისტრო ევროპელ პარტნიორებთან აქტიურად მუშაობს.

“მყისიერად ვრეაგირებთ ნებისმიერ წუხილზე, რომელიც არის გამოხატული. სულ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს გვქონდა შეხვედრა ევროკომისიის წარმომადგენელთან, სადაც ვისაუბრეთ სწორედ ერთობლივ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც გულისხმობს, როგორც საკანონმდებლო ინიციატივებს, ისე ერთობლივ ქმედებებს შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის ევროპელი პარტნიორების შესაბამის ქვეყნებთან. მე დარწმუნებული ვარ, ეს სამოქმედო გეგმა მოგვცემს საშუალებას თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი გართულება, მათ შორის ვიზალიბერალიზაციის  შეჩერების მექანიზმის ამოქმედება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

იტვირთბა....