ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

უგულავა იობის განცხადებაზე – ეს განცხადება არის უმაღლესი დონის პროვოკაცია

„თუ ასე გაგრძელდა რელიგიური კონფლიქტი გარდაუვალია, რა დროსაც ჩვენს წმინდა მიწას ჩვენი ძალით დავიცავთ,“ – მეუფე იობი. ეს განცხადება არის უმაღლესი დონის პროვოკაცია. ყველა აქცენტი რაც მეუფე იობმა გააკეთა არის მიმართული შუღლის გაღვივებაზე და არა პრობლემის მოგვარებაზე. ნაცლად საკუთარი უვარგისი მთავრობის პასუხისმგებლობისა (რომელიც მხოლოდ სიტყვის მასალად იხმარა მეუფე იობმა), მოვისმინეთ გაკვირვებული მოწოდება – რატომ არ გადავიდნენ ჩვენი მესაზღვრეები იქეთ მხარეს.

მეუფე იობ! რასაც აკეთებთ და ამბობთ არაა პარტიოტიზმი. დღეს თქვენ საზოგადოებას მღვდელი გაპონი გაგვახსენეთ. სირცხვილია!”

“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა; სოციალური ქსელი;

შეგახსენებთ, რომ მეუფე იობის განცხადებით, დავით-გარეჯში მიმდინარე მოვლენები შეიძლება რელიგიურ კონფლიქტში გადაიზარდოს.

იტვირთბა....