უკრაინელი ძალოვანების ინფორმაციით, სამხედროებმა მოახერხეს დონბასის სამი დასახლებული პუნქტის საკუთარი კონტროლის ქვეშ მოქცევა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული სააგენტო “რია ნოვოსტი” ავრცელებს.
უკრაინის გაერთიანებული სამხედრო შენაერთის სარდლის, სერგეი ნაევის თქმით, წლის განმავლობაში სამხედროებმა მოახერხეს 24 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის შემოერთება.
“დავიბრუნეთ 24 კვ. კილომეტრი ტერიტორია, მათ შორისაა სამი დასახლებული პუნქტი, ჰუტორი თავისუფალი, სამხრეთი და შუმი.” – განაცხადა ნაევმა.