მთავარი ციტატა

ბრეგაძე – საქართველოში ლგბტ აღლუმი არ ჩატარდება, ჩვენ ქვეყანაში მხოლოდ სამხედრო აღლუმი გაიმართება

“საქართველოში ლგბტ აღლუმი არ ჩატარდება, ამის მინიმალური შანსიც არ არსებობს. ვინც არ უნდა მოინდომოს და როგორც არ უნდა მოინდომოს და რა ძალებიც არ უნდა წამოვიდნენ ჩვენს წინააღმდეგ, საქართველოში ლგბტ აღლუმი არ ჩატარდება. საქართველოში მხოლოდ უნდა ჩატარდეს შეიარაღებული ძალების აღლუმი. ეს ესე იყო და ესე იქნება. მშვიდობიანად მოვახერხებთ, რომ ლგბტ აღლუმი არ ჩატარდეს. უკვე მივმართეთ ოფიციალური წერილი შსს-ს სამუშაო ჯგუფის ფორმატში დასხდნენ ჩვენთან, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან და განვიხილოთ ლგბტ აღლუმის ჩატარების რისკები და თუ რა შეიძლება მოყვეს ამას. შეიძლება ამავე დისკუსიაზე მოიწვიონ ლგბტ ორგანიზაციის წარმომადგენლები”

“ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე “მეტრონომთან” საუბრისას;

შეგახსენებთ, რომ შეგახსენებთ, რომ თბილისში 18-დან 23 ივნისის ჩათვლით LGBTQI პრაიდი გაიმართება. კვირეულის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონისძიება გაიმართება.

„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, შსს-ს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სახელმწიფო გააკეთებს მაქსიმუმს, რათა ღირსების მარში მშვიდობიანად ჩატარდეს და დაცული იყოს თითოეული გამომსვლელის უსაფრთხოება.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი თბილისი პრაიდის“ გუნდის მიერ 23 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და მოუწოდებს ყველას, სანამ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მოსამზადებელი ღონისძიებები არ დასრულებულა, ყოველგვარი განცხადებებისგან თავი შეიკავონ.

“მეტრონომი” ემიჯნება ყოველგვარ ჰომოფობიურ განცხადებასა და სიძულვილის ენის გამოყენებას;

იტვირთბა....