“ამ საკითხზე პოზიცია მკაფიო რომ იყოს აქაც დავწერ:
დღეს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ინტენსიურად ვითარდება და ეს ურთიერთობა საქართველოსთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. ყველამ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა ამ თემზე მეტი სიფრთხილით უნდა ვისაუბროთ.
ამერიკული ბაზების საქართევლოში განთავსების საკითხი დღის წესრიგში არ დგას, შესაბამისად ამ საკითხის გააქტიურება ამ ეტაპზე, არარელევანტურად მიმაჩნია”
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამარ ჩუგოშვილი; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში ამერიკული ბაზის აშენება შესაძლოა, რეკომენდირებული არ იყოს.