„მოსამართლეების საკითხი ძალიან მძიმე პრობლემაა. როგორც მოსალოდნელი იყო, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ” და ივანიშვილის გუნდმა პრინციპული რეკომენდაციების სრული იგნორირება მოახდინა, როგორც დემოკრატიული ოპოზიციის, ისე სამოქალაქო საზოგადოების და რაც მთავარია ვენეციის კიმისიის და ოდირის რეკომენდაციების, რაზეც თვითონ განაცხადეს, რომ ყველაფრის გათვალისწინებას აპირებდენ, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგო არ იქნებოდა. ეს, სამწუხაროდ, მოულოდნელი არ არის. ჩვენი ამოცანაა, საზოგადოების და ჩვენი მოქალაქეების მაქსიმალური მოტივირება მოვახდინოთ, რომ ამ პრობლემას, რასაც “ქართული ოცნება” და ივანიშვილის გუნდი ჰქვია, რომელიც სასამართლოში გრძელვადიანად ამკვიდრებს კლანური მმართველობის და პერსონალურად ივანიშვილის მორჩილების პრობლემას, წერტილი დემოკრატიული არჩევნების გზით დავუსვათ. ახლა, ამ გზაზე პირველი ნაბიჯია შუალედური არჩევნები, რომელიც სხვადასხვა რეგიონებში, მათ შორის, მთაწმინდაზეა, სადაც კენჭს შალვა შავგულიძე იყრის. ეს ძალიან სიმბოლური არჩევნებია იმისთვის, რომ ჩვენ ეს გზავნილიც გავაკეთოთ და რაც მთავარია, შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის საზოგადოება იყოს მზად ამ პრობლემის გადასაწყვეტად. იმიტომ, რომ სხვანაირად ართუ სასამართლოს, არამედ არც ერთი პრობლემა არც ეკონომიკის და არც სიღარიბის ივანიშვილის გუნდის ხელში არ გადაწყდება”.
გიგა ბოკერია, ევროპული საქართველოს წევრი