ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ლილიან მორი პასკიე: ჩვენ ყველანი ასოცირებული ვართ ამ მნიშვნელოვან რეფორმებთან

საქართველომ გამოავლინა სულისკვეთება ევროპისკენ და ევროპული ფასეულობებისკენ სწრაფვისა, დემოკრატიული რეფორმები განახორციელა სხვადასხვა ინსტიტუციაში, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ლილიან მორი პასკიემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან საუბრისას სხვადასხვა საკითხი განიხილეს, მათ შორის საუბარი შეეხო სასამართლო რეფორმას, კორუფციასთან ბრძოლასა და სხვა საკითხებს.

„ჩემთვის, როგორც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტისთვის, საქართველოში ჩამოსვლა ნამდვილად ძალიან სასუხარულოა. ძალიან საინტერესო იყო ირაკლი კობახიძესთან საუბარი. დიდი მადლობა თბილი დახვედრისთვის. ვფიქრობ, ეს ვიზიტი ხელს შეუწყობს ჩვენი თანაშრომლობის გაძლიერებას. უკვე ოცი წლისთავია საქართველოს გაწევრიანებისა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. ვფიქრობ, ამ ოცი წლის განმავლობაში, საქართველომ გამოავლინა სულისკვეთება ევროპისკენ და ევროპული ფასეულობებისკენ სწრაფვისა, დემოკრატიული რეფორმები განახორციელა სხვადასხვა ინსტიტუციაში.
ჩვენ ყველანი ასოცირებული ვართ ამ მნიშვნელოვან რეფორმებთან. ვფიქრობ, ასეთი პოზიტიური მიმართულებით გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა“, – განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

სპიკერთან საუბრისას ჩვენ განვიხილეთ ძალიან ბევრი საკითხი, როგორიც არის: სასამართლო სისტემის რეფორმა, კორუფციათან ბრძოლა და ა.შ. ასამბლეა მზად არის, მხარი დაუჭიროს საქართველოს მთავრობასა და ინსტიტუციებს ისეთ საკითხებში, როგორიც არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის საკითხები. ჩვენ გავაგრძელებთ ძიებას გზების, რომ მოგვარდეს კონფლიქტები სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში და განსაკუთრებით, ადამიანებს შორის დამყარდეს კონტაქტი“, – განაცხადა ლილიან მორი პასკიემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა,

იტვირთბა....