aviabiletebi
მთავარი ციტატა

ჯიბღაშვილი – მინდა ყველა იმ ადამიანს ჩავხედო თვალებში, ვინც პოსტების ქვეშ წარმოუდგენელ სიბოროტეს წერს

“საზოგადოებაში ძალიან ცუდად წავიდა დაკავშირება ამის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გულახდილად როგორც დაზარალებულმა ან დაჭერილმა, როგორც გინდა ისე დავარქვათ, ყველა იმ ადამიანს მინდა ჩავხედო თვალებში, ვინც აი, ამ.. პოსტები რაც ჩემ შესახებ დაიდო, ქვევით აი, წარმოუდგენლად დიდი სიბოროტე წერია. მასმედიის საშუალებებიდან გამომდინარე, ძალიან ცუდად მოხდა, მათ შორის ზოგს ეწერა გადაზიდვა. შეძენა-შენახვაზე მაქვს ბრალი წაყენებული. ვიღაცებს დამატებული ქონდათ გასაღება, დამატება, ამან გამოიწვია ძალიან ცუდი დამოკიდებულება. იურიდიულად პოვნაც არის შეძენა. დიდი ოდენობა სამოქალაქო ენაში ვიცი რას ნიშნავს. 0.5 გრამიც დიდი ოდენობათ ითვლება. მერე წამოვიდა კითხვები საიდან აქვს ფული ნაშოვნი. ჩემი კომპანიების 99% არის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი. მათ შორის თავადაც ხშირად ყოფილხარ. ეს ყველაფერი ღია და გამჭირვალე”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ლევან ჯიბღაშვილი; გადაცემა “რეაქცია”

შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. მან უკვე დატოვა იზოლატორი.

შსს-ის ინფორმაციით, ექსპერიზით დადგინდა, რომ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისგან ამოღებულია 0,5659გ კოკაინი და 0,1921გ ექსტაზი (MDMA).

იტვირთბა....