მსახიობი ლევან ჯიბღაშვილი გადაცემაში “რეაქცია” აცხადებს, რომ დღეს თუ რამე ცუდი სიტუაცია ჭირს, ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურებაა.
ჯიბღაშვილის განცხადებით, მას ბევრ ცნობილ ადამიანთან აქვს ფოტო გადაღებული, მათ შორის შსს მინისტრის მოადგელესთან, კახა საბანაძესთან.
“დღეს თუ მე რამე მდგომარეობაში ვარ, მე თუ დღეს ყველაზე ცუდ სიტუაციაში ვარ, მე თუ დღეს რამე მჭირს, დაჭერა იქნება თუ საზოგადოებრივი დაინტერესება, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს დამსახურება. ორგანოში, რომელშიც მუშაობს ეს ადამიანი (კახა საბანაძე) და არის მინისტრის პირველი მოადგილე. ჩვენ გვაქვს ურთიერთობა, როგორი ურთიერთობაც არა ერთ ადამიანთნ მაქვს. მე ძალიან ბევრ გავლენიან ადამიანთან მაქვს ფოტო გადაღებული – ყოფილ პრემიერებთან, ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრებთან, მე ვარ ცნობილი ადამიანი. სხვადასხვა გადაკვეთებში მაქვს შეხება ადამიანებთან. დამიჭირა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უფლება შემიზღუდა და არ დამარეკინა ჩემს ადვოკატთან. როგორც გავარკვიე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თავისუფლად შეეძლო. იმ ნივთიერებაზე რაც აღმოაჩინეს, მე გავეშვი. სანამ ექსპერტიზა არ დასრულდებოდა არ დავეჭირე და შინაგან საქმეთა სამინსიტრომ დამიჭირა. იქ არავინ იცოდა ეს კოკაინი იყო თუ პუდრა”, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.
მისი განცხადებით, ის დაკავებისას ითხოვდა მის ადვოკატთან კახა ასლანიშვილთან დაკავშრებას და ამიტომ ახსენა სახელი კახა. ჯიბღაშვილის განცხადებით, ის კახა საბანაძეს არ გულისხმობდა.
“როგორ წარმოგიდგენიათ, მე მფარველობს იმ სტრუქტურის ხელმძღვანელი, რომლის დამსახურებითაც ამ დღეში ვარ? კახა ასლანიშვილს ვახსენებდი, ჩემს ადვოკატს. კახა ასლანიშივლთან და ამირან გიგუაშვილთან ვითხოვდი დაკავშირებას ჩემს ადვოკატებთან. კახა საბანაძესთან რომ არ ეპოვათ ფოტო, ხომ მოიხსნებოდა ეს საკითხი?”, – განაცხადა ჯიბღაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნარკოდანაშაულში ბრალდებულ მსახიობსა და ბიზნესმენ, ლევან ჯიბღაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 10 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, პატიმრობის უზრუნველყოფით. მან უკვე დატოვა იზოლატორი.
შსს-ის ინფორმაციით, ექსპერიზით დადგინდა, რომ მსახიობ ლევან ჯიბღაშვილისგან ამოღებულია 0,5659გ კოკაინი და 0,1921გ ექსტაზი (MDMA).