პანკისში პოლიციის დროებითი საგუშაგოს მონტაჟი მიმდინარეობს. აღნიშნული ინფორმაცია “მეტრონომს” სამოქალაქო აქტივისტმა სულხან ბორძიკაშვილმა დაუდასტურა.
ბორძკაშვილის განცხადებით, ორი ჯიხური დაცვის პოლიციისთვისაა განკუთვნილი.
“ორი ჯიხური დადგეს. ვფიქრობ, დაცვის პოლიციისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც ისედაც აქ არიან და ავტობუსებში ძინავთ – ასე ამბობენ”, – განაცხადა ბორძიკაშვილმა.
მისივე თქმით, პანკისის ხეობაში ზოგადი სიტუაცია არ შეცვლილა.
შეგახსენებთ, რომ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.
დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.