aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბათუმის ბულვარი, შშმ პირებისთვის, საცურაო ტივტივა ეტლ-სავარძლებს შეიძენს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული საპლაჟე ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით, საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლების შესყიდვას გეგმავს.

ინფორმაციას ამის შესახებ “ბათუმელები” ავრცელებს.

როგორც მედიასაშუალებას ადმინისტრაციაში უთხრეს, ეს არის საპილოტე პროექტი.

თუ გაამართლებს და მოთხოვნაც მეტი იქნება, მომდევნო წლებში ასეთ ტივტივა ეტლებს დამატებით კიდევ შეიძენენ. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება.

„ტივტივა ეტლ-სავარძლები ბათუმის ბულვარის საკუთრებაში იქნება და ისინი საწყის ეტაპზე ძველ ბულვარში პლაჟზე იმ ადგილზე განთავსდება, სადაც შშმ პირთათვის ადაპტირებული საშხაპე და გასახდელი იქნება მოწყობილი“ – აცხადებენ ბათუმის ბულვარში.

საცურაო ტივტივა ეტლ-სავრძლების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 29 აპრილს დაიწყება და პირველ მაისს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო თანხა ჯამში 41 525 ლარია.

იტვირთბა....