ახალი ამბები მთავარი სამართალი

გარემოს დაცვის სამინისტრო “ჭიაკოკონობასთან” დაკავშირებით მოსახლეობას აფრთილებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას “ჭიაკოკონობასთან” დაკავშირებით ავრცელებს.

“აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის წინა ოთხშაბათს ტრადიციული რიტუალი – „ჭიაკოკონობა“ იმართება.

გაფრთხილებთ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, ნებისმიერი ტიპის ნარჩენის (მათ შორის, საბურავების, პლასტიკის მასალის, ფოთლების) ღია წესით დაწვა აკრძალულია.

აღნიშნული ნარჩენების დაწვისას, გამოიყოფა გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობისათვის საშიში ტოქსიკური, კანცეროგენული ნივთიერებები და აირები. საფრთხე ექმნება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, ბავშვების ჯანმრთელობას, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ ტრადიციულ რიტუალში”, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....