“ორი უმნიშვნელოვანესი სიკეთე დევს სასწორზე. ერთი მხრივ ადამიანის უფლებების დაცვა და მეორე მხრივ, ძალიან მაღალი საჯარო ინტერესი, რომ ქვეყანა ჩვენივე უგუნური ქმედებებით არ ჩამოვშალოთ. ძალიან შორს და ბაზალეთის ომის პერიოდში რომ არ წავიდთ, უახლოეს წარსულში რუსთაველზე ტყვიების ზუზუნმა და ძმათა მკვლელმა ომმა რა მოგვცა და ვინ იხეირა ამით, მტერს ვგულისხმობ, ეს შეცდომები არ უნდა დავუშვათ. ჩვენი საზოგადოება ძალიან გაიზარდა. მჯერა ჩვენი საზოგადოების კეთილგონიერების”
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე პანკისის ამბებზე გადაცემაში “ხალხის პოლიტიკა”;
შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.
დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.