aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბახტაძე – ელექტროენერგიის დამატებით სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია, ჩვენ გავუმკლავდეთ გამოწვევებს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს ყავს ორი მტერი, ოკუპაცია და სიღარიბე. ეკონომიკის განვითარებისთვის საჭიროა დამატებითი ენერგია. ელექტროენერგიის დამატებით სიმძლავრის მშენებლობის გარეშე შეუძლებელია, ჩვენ გავუმკლავდეთ გამოწვევებს, რაც გვაქვს ეკონომიკაში. ჩვენ მივისწრაფვით ცხოვრების დონის გაუმჯობესებისკენ, რომ მივუახლოვოთ ის ევროპულ დონეს. აღმოსავლეთ ევროპაში რამდენჯერმე აღემატება ელექტროენერგიის მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე, ეს ნიშნავს მარტივ ჭეშმარიტებას, როდესაც ვითარდება ეკონომიკა, მას სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პანკისში გუშინ განვითარებული მოვლენების შეფასებისას აღნიშნა.

ბახტაძის განცხადებით, ორივე მხარემ კომენტარები ემოციების გარეშე უნდა გააკეთოს.

ჩვენ არასდროს არც ერთ რეგიონში, დასახლებულ პუნქტში, თუ სოფელში არ განგვიხორციელებია არც ერთი პროექტი ისე, რომ არ ყოფილიყო კონსულტაციები და დიალოგი მოქალაქეებთან, ეს არის ჩვენი ხელისუფლების ხელწერა. იცით, რომ ეს დიალოგი გრძელდება. მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სამართალდამცველებს, ყველას, ვინც გუშინ იღებდა მონაწილეობას, რადგან მათ კიდევ ერთხელ მოახდინეს დემონსტრირება თავისი მაღალი პროფესიონალიზმისა და ძალიან მაღალი დონის თავშეკავების. ჩემი აზრით, თავშეკავება ეს არის ძალიან მაღალი პროფესიონალიზმის ინდიკატორი. თითოეულ მათგანს კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო.  გუშინაც და დღესაც ჩვენ მოვისმინეთ სრულიად უსაფუძვლო კომენტარები იმ ადამიანებისგან, რომლებიც შეიძლება შეცდომაში არიან შეყვანილი ან დაკავებული არიან ძალიან იაფფასიანი პოპულიზმით, თურმე საქართველოს არ სჭირდება ენერგეტიკის განვითარება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პანკისის ხეობის მოსახლეობასა და სამართლადამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება, ჰესის მშენებლობას მოყვა. ხეობაში მობილიზებული იყო სპეცდანიშნულების რაზმიც.

დაშავებულები ამ დრომდე მკურნალობას თელავის საავადმყოფოში გადიან.

იტვირთბა....