ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“გამობრძანდეს “ოცნება” და თქვას, როგორ მოხვდნენ ხარებავა, გზირიშვილი და ქადაგიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში” – დოლიძე

“ევროპული საქართველოს” დადგენილებას, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობიდან საბჭოს სამი არამოსამართლე წევრის: ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გამოწვევას ითვალისწინებს ანა დოლიძე გამოეხმაურა.

მისი თქმით საჭიროა დაიწყოს საზოგადოებრივი დისკუსია იმაზე, თუ როგორ მოხვდნენ მისი კოლეგები: ზაზა ხარებავა, ლევან გზირიშვილი და შოთა ქადაგიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებად.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, სამივე მათგანი იუსტიციის უმაღლესი საბჭო გადაწყვეტილებას მხარს „მდუმარედ“, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე უჭერს, მათ შორის,

„არასდროს დაუსვამთ კითხვა გიორგი მიქაუტაძის მიერ ფურცელზე დაჯღაბნილი სიასთან დაკავშირებით, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ნომინირებას ეხებოდა“ – განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძის განცხადებით, მმართველი პარტიაც უნდა გამოვიდეს და თქვას, რის საფუძველზე დაუჭირა მხარი აღნიშნული პირების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრებად დანიშვნას.

„ზოგადად, მოსამართლეების შემადგენლობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ ექნება ის სრული თვითნებობა, რაც დღეს აქვს, ანუ, რომ არ ჰყავდეს მდუმარე თანხმობის მიმცემი არამოსამართლე წევრები, რომლებიც მდუმარედ უწევენ მათ გადაწყვეტილებებს ხელს, თუმცა საზოგადოების წინაშე არასდროს გამოდიან. მიუხედავად იმისა, რომ ხალხის მიერ რჩეულმა ორგანომ დანიშნა ისინი, არც ერთხელ არ აუხსნიათ თავის პოზიცია, რატომ უწყობენ ხელს ამ წესრიგს. მათ შორის, არც ერთი კითხვა არ დაუსვამთ იმ „შავ სიასთან“ დაკავშირებით, რომელიც გიორგი მიქაუტაძემ ჯიბიდან ამოიღო და უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეებთან დაკავშირებით დაამტკიცა. ამიტომ, ნამდვილად საჭიროა საზოგადოებრივი დისკუსია, ნამდვილად უნდა გამობრძანდეს „ქართული ოცნების“ შემადგენლობა და თქვას, როგორ მოხვდა ეს ხალხი იუსტიციის საბჭოში, რომლებსაც ბევრად უფრო ნაკლები კვალიფიკაცია აქვთ, ვიდრე მათ კონკურენტებს კონკურსის დროს საბჭოში. ისინიც გამობრძანდნენ და მიიღონ მონაწილეობა საჯარო დისკუსიაში. გიჟდებიან ლევან მურუსიძეზე და მართლა თვლიან, რომ მოსამართლეების ლიდერია ?! თუ მართლა ფიქრობენ, რომ ის ათკაციანი სია იყო ჩვენი მართლმსაჯულების პირამიდის ღირსეული დასასრული ?! გამობრძანდნენ და ისაუბრონ, ეს ამისთვის ძალიან კარგი მომენტია. ეს დისკუსია შეიძლება მოხდეს, საზოგადოებაში, მედიაში, საქართველოს პარლამენტში“, – განაცხადა დოლიძემ.

იტვირთბა....