მთავარი ციტატა

“სულ არ მაინტერესებს, ვინ ვის რა ურჩია! ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა, პასუხიც იმან უნდა აგოს”

„საქართველოს ჰყავს პრემიერ-მინისტრი, რომელიც პასუხისმგებელია ჯამურად მთავრობის საქმიანობაზე და ის არა თუ არ გამოჩენილა, ყველაზე გვიან ვინც შეაფასა 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები, იყო მთავრობის ადმინისტრაცია, რომელიც შემოიფარგლა იმით, რომ ორ გვერდზე აგვიხსნა ჰესის ტექნიკური მახასიათებლები. აი, ამ ვითარებაში ვცხოვრობთ დ ამას ვამბობთ კიდეც უკვე ძალიან დიდი ხანია, რომ ქვეყანას სინამდვილეში არ ჰყავს მთავრობა. გვყავს ბუტაფორიული პრემიერ-მინისტრი; გახარია – შს მინისტრი, რომელმაც ძალიან ხშირად არასწორი, მაგრამ ლაპარაკი მაინც იცის – ისაა წინა პლანზე, ამიტომ პასუხიც მან უნდა აგოს ანუ, რას ნიშნავს თურნავამ უთხრა?! ხვალ განათლების მინისტრმა რომ უთხრას ჭიდაობის დარბაზში პრობლემააო, „ბეტეერს“ შეიყვანს დარბაზში?! ეს ესე არ არის! სპეცრაზმის გამოყენებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვისაც თავის დროზე ბრძანების გაცემის უფლება აქვს და ახლა რა გამოვიდა? თურნავა შს მინისტრის უფროსია? ასე გვაქვს საქმე?! ამიტომ, სულ არ მაინტერესებს, ვინ ვის რა ურჩია! ვინც არასწორი ნაბიჯი გადადგა, პასუხიც იმან უნდა აგოს”.

დავით უსუფაშვილი, “შენების მოძრაობის“ ლიდერი

იტვირთბა....