ახალი ამბები მთავარი ციტატა

„მინდა ყველას მოვუწოდო, ძალადობრივი ქმედებებისგან თავი შეიკავონ, ეს ყოვლად დაუშვებელია”

„მინდა ყველას მოვუწოდო, ძალადობრივი ქმედებებისგან თავი შეიკავონ, ეს ყოვლად დაუშვებელია. პანკისის ხეობაში არ გადადგამს მთავრობა ისეთ ნაბიჯებს, რომელიც მოსახლეობის ინტერესების წინაღმდეგ იქნება. პანკისის ხეობისთვის დიდი განვითარების გეგმა არსებობს, რომელშიც ყველა უწყებაა ჩართული. ჰესის აშენება ერთ-ერთი საკითხია, რომელზეც გარკვეულ წრეებში არსებობდა კითხვის ნიშნები, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები და არგუმენტირებული მსჯელობა აღნიშნულ საკითხზე. მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ღიაობა, რომ თუკი ვინმეს დარჩა კითხვები ამასაც პასუხი გაეცეს. ცხადია, ყველა ეს დისკუსია უნდა იყოს არგუმენტირებული. ჩვენ ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს და იმედი გვაქვს მშვიდ, საქმიან გარემოში, სადაც ჩართულია მოსახლეობა, განვახორციელებთ იმ პროექტებს, რომელიც უშუალო ამ ხეობის განვითარების გეგმაშია და მიმართულია იმისკენ, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი მაქსიმალურად გაიშალოს და მოსახლეობამ სარგებელი მიიღოს. ვფიქრობ, ასეთ რეჟიმში ყოველგვარი ესკალაციის, დაძაბულობის და ძალადობის გარეშე, რაც ყოვლად დაუშვებელია, გავაგრძელებთ მუშაობას“.

 

ქეთევან ციხელაშვილი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში

იტვირთბა....