ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი მოლაპარაკებისთვის თელავში წავიდა

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი თელავში, პოლიციის სამმართველოში მოლაპარაკებისთვის წავიდა.
ისინი შს მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ მიიწვია.

ამ წუთებში ჰესის მშენებლობა შეჩერებულია და პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება აღარ არის, თუმცა ადგილზე რჩება სპეცრაზმი.

შეგახსენებთ, პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მოსახლეობა ხადორი-3 ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივები ხელკეტებით იყვნენ შეიარაღბული.

პოლიციასა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება მოხდა.

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

3 დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

იტვირთბა....