პანკისის ხეობაში მოსახლეობას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახაბრ საბანაძემ მიმართა და მოუწოდა, კანონი არ დაარღვიონ.
მისივე თქმით, მთავრი ამოცანაა, დაცული იყო მოქალაქეების ინტერესები.
„გეუბნებით ყველას, როგორც ჩვენს მოქალქეებს, ვინც კანონს დაარღვევს და პოლიციელს შეეხება, უმკაცრესად დაისჯება. სანაცვლოდ გეუბნებით, პოლიციელი უკანონო ქმედებას არ ჩაიდენს. გამოყავით თქვენი წარმომადგენლები, რამდენიც გინდათ, წავალთ თელავში, ჩამოვყალიბდეთ და ვისაუბროთ. მოგიწოდებთ მშვიდობისკენ. პოლიცია მოწოდებულია, აღასრულოს კანონი და დაიცვას თქვენი ინტერესები. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს,“- განაცხადა კახა საბანაძემ.
პანკისის ხეობაში მოსახლეობა ჰესის მშნებელობას აპროტესტებს.