aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

გიგა ჩხარტიშვილი – ნათია კაპანაძის გადაყენებით მრჩეველთა საბჭომ მიიღო ლოგიკური გადაწყვეტილება

aviabiletebi
ავიაბილეთები

ჩემი აზრით, საბჭომ მიიღო დღეს ლოგიკური გადაწყვეტილება. ეს არ უკავშირდება სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიტყვის თავისუფლებას ამ ქვეყანაში. ამის სადარაჯოზე მჯერა, რომ საბჭოს ყველა წევრი იქნება და ეს ჩვენს ყველას ინტერესშია, შესაბამისად, დღეს, რასაც ვხედავთ, ეს არის შიდა პრობლემების გამოძახილი, – ამის შესახებ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრმა გიგა ჩხარტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ ვაგრძელებთ ჩვეულებრივ რეჟიმში მუშაობას. მე მგონი მაუწყებელი საიმედო ხელშია, მისი მოადგილე ძალიან საიმედოდ გაუძღვება გარდამავალ პერიოდში ამ საქმეს, ხოლო მომავალი დირექტორის არჩევა ისევ ამ საბჭოს პრეროგატივაა. მინდა დაგარწმუნოთ, რომ იმ რეფორმებიდან გამომდინარე, რომელიც გატარდა აჭარის ტელევიზიის საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაქმნის პროცესში, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და სიტყვის თავისუფლებას ამ ორგანიზაციაში არაფერი ემუქრება, ეს პროცესი არ შეჩერდება. ეს არის ყველა მოქალაქის ინტერესში და მე ვისურვებდი ასეთ აქტიურობას, ასეთ ყურადღებას მედიის, მესამე სექტორის, საზოგადოების, აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიმართ. თუ ყურადღება იქნება, თუ ასეთი აქტიურობა იქნება, არ მგონია, რაიმე ემუქრებოდეს სარედაქციო დამოუკიდებლობას“, – განაცხადა გიგა ჩხარტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს.

კაპანაძე საბჭოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.

იტვირთბა....