„2016 წელს საქართველოს პრეზიდენტმა ამ მოწვევის პარლამენტს წარუდგინა 3 კანდიდატურა, რატომ არ განიხილეთ?! ამით იმის დემონსტრირება მინდა, რომ თქვენთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ უზენაეს სასამართლში მოსამართლეები გამწესდნენ და იქ საქმეებზე გადატვირთულობა მოიხსნას, ანუ რეალურად პოლიტიკური დავალების მიხედვით მოქმედებთ. მიზეზი შეგიძლიათ მითხრათ პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატი – ბოძაშვილი, ლალიაშვილი, თოდუა რატომ არ განიხილა პარლამენტმა, რატომ არ დაამტკიცა? რატომ არ განიხილა, იქნებ კომპეტენტური, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრები იყვნენ“, –
ოთარ კახიძე პარლამენტის ფრაქცია “ევროპული საქართველო”