მთავარი პოლიტიკა სოციალური ქსელი

ჭიაბერაშვილი – ივანიშვილს უნდა, მორალურად საბოლოოდ მოსპოს საკუთარი მორჩილი უმრავლესობა პარლამენტში

“დარწმუნებული ვარ, “ქართული ოცნების” ზოგიერთი დეპუტატიც კი გულში ფიქრობს, რატომ უკეთებთ მათ ამას ბიძინა ივანიშვილი – როგორც თვითონ ამბობენ, “ბატონი ბიძინა” – ანუ რატომ აიძულებთ მათ, ასეთ მორალურ კომპრომისზე წავიდნენ და მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანი ჩააბეტონონ და ჩააცემენტონ კარგა ხნით.

პასუხი მხოლოდ სასამართლოს კონტროლში არაა.

ივანიშვილს უნდა, მორალურად საბოლოოდ მოსპოს და გაანადგუროს საკუთარი მორჩილი უმრავლესობა პარლამენტში, რათა ხვალ – როცა არანაკლებ მძიმე გადაწყვეტილებებს მიაღებინებს – ის მინიმალური წინააღმდეგობაც არ შეხვდეს, რაც ახლა უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებაზე შეხვდა.

იგი “ოცნების” დეპუტატებს უყურებს, როგორც ქაღალდის ფურცლებს, რომლებსაც, როგორც უნდა, ისე მოეპყრობა: უნდა გვერდზე გადადებს, უნდა ზედ რამეს დაჯღაბნის, უნდა დაჭმუჭნის და გადააგდებს.

რა მოყვება ამას ქვეყნისთვის, თავად შეგიძლიათ წარმოიდგინოთ: საკუთარი უახლესი ისტორია სავსეა მაგალითებით”

“ევროპული საქართველოს” წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი; სოციალური ქსელი;

იტვირთბა....