მთავარი საზოგადოება ციტატა

“ბიძინა ივანიშვილს ვაფრთხილებ, ნუ ამალაპარაკებს!” – ლუბა ელიაშვილი

“გირგვლიანის საქმე, რომელიც მოიგო ჩემმა მეუღლემ და დღეს ვიღაც უნამუსო კაცი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თურმე შალვა შავგულიუძეს შეცდომები დაუშვია. ივანიშვილი ისეთ საზიზღრობებს ამბობს, პირველად ჩემს ცხოვრებაში,გამოვედი წყობიდან და ამოვიღე ხმა. ახლა ვხვდები, რომ ბიძინა ივანიშვილი პირადად იღებდა იმ დანაშაულის დაფარვაში მონაწილეობას, რაც ჩაიდინეს სანდრო გირგვლიანის მკვლელებმა. თავად ბიძინა ივანიშვილისგან ვიცი, რომ წინა ხელისუფლებაში მისი უახლოესი მეგობარი იყო ვანო მერაბიშვილი და ზუსტად ვანო მერაბიშვილის კლანი იყო ის, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა. როგორც ჩანს, ზუსტად ამის გამო გაუწყრა მას მიშა სააკაშვილი და მერე ბიძინა გადაემტერა.

ამიტომ მგონია, რომ ჩემმა მეუღლემ აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა. მის გადაწყვეტილებას აბსოლუტურად მხარს ვუჭერ. გამომდინარე იქიდან, რომ ბიძინა ივანიშვილის და მისი საახლობლოს გადაწყვეტილებით, „იბერია“ დაიხურა, ახლა პენსიონერი ვარ ინვალიდობის (სტილი დაცულია. რედ)გამო. როგორც მოგეხსენებათ, ინვალიდი (სტილი დაცულია. რედ) ვარ ბიძინა ივანიშვილის წყალობით. და ნუ დამაწყებინებს საუბარს, რატომ და რისთვის ვარ ინვალიდი (სტილი დაცულია. რედ). ჯობია, წესიერად მოიქცეს”

 ლუბა ელიაშვილი – ჟურნალისტი (შალვა შავგულიძის მეუღლე)

2020NEWS

 

იტვირთბა....