ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ენმ-ის წევრები ანა წითლიძე და გიორგი პატარაია ზუგდიდის სასამართლომ დააჯარიმა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრები ანა წითლიძე და გიორგი პატარაია ზუგდიდის სასამართლომ სამართალდამრღვევებად ცნო.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრები, რომლებსაც პოლიციისთვის დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებიან, 2000-2000 ლარით დააჯარიმეს.

ენმ-ის წევრები 11 აპრილს ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენთან დააკავეს. ისინი ზუგდიდის მერობის კანდიდატს, სანდრა რულოვსს დაჰყვებოდნენ მოსახლეობასთან შეხვედრებზე.

„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის, სანდრა რულოვსის შტაბის წევრის, პაატა ჯიბლაძის თქმით, სანდრა რულოვსს შეხვედრებისას აედევნა პროვოკატორების ჯგუფი, ორი მანქანით. პარტიის წვრებმა სთხოვეს, ეთქვათ მათთვის, თუ ვინ იყვნენ და გამოიძახეს პოლიცია, პოლიციამ კი ნაცვლად საქმეში გარკვევისა, პროვოკაცია მოუწყო პარტიის პოლიტსაბჭის წევრებს, გიორგი პატარაიას და ანი წითლიძეს და დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით კი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნარაზენთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა სამსახურებრივი შემოვლის საშუალება არ მისცეს და სამართალდამცველებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

იტვირთბა....