ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტი დააკავეს

გაზეთ „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი ზაზა დავითაია, საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე  დააკავეს.

დავითაიას დაკავება აქციაზე სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას მოჰყვა. კერძოდ, აქციაზე მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატის, შალვა შავგულიძის სიტყვით გამოსვლის დროს, დავითაიამ მას მიმართა კითხვით, რატომ დგას დღეს სანდრო გირგვლიანის მკვლელების გვერდით.

დავითაიას ამ კითხვას აქციის რამდენიმე მონაწილის გაღიზიანება მოჰყვა, რაც დაპირისპირებაში გადაიზარდა.

უზენაეს სასამართლოსთან აქციას მართავენ „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“. ისინი პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო მსვლელობას აწყობენ.

 

იტვირთბა....