ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“არა ბიძინას სასამართლოს, კლანი უნდა წავიდეს” – “ევროპული საქართველო” აქციას მართავს

“ევროპული საქართველოს” ინიციატივით, უზენაესი სასამართლოდან საქართველოს პარლამენტის მიმართულებით საპროტესტო აქცია-მსვლელობა იმართება.

პარტიის მხარდამჭერები და წევრები აპროტესტებენ ქართული ოცნები კანონპროექტს უზენაესის მოსამართლეებით დაკომპლექტების შესახებ და მოითხოვენ, რომ წავიდეს ე.წ. კლანი.

აქციის პარალელურად პარლამენტში ის კანონპროექტი განიხილება, რომელსაც დემონტრანტები აპროტესტებენ. მსვლელობაში მონაწილეობას იღებს ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ბლოკის მაჟორიტარობის კანდიდატი მთაწმინდაზე შალვა შავგულიძე.

შეგახსენებთ, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა გამოქვეყნდა. კომისია რამდენიმე ძირითად რეკომენდაციას აქვეყნებს, მათ შორისაა, არამოსამართლე წევრებისთვის სასამართლო სისტემაში მოხვედრის შესაძლებლობა და კანდიდატების მიერ წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა.

ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონპროექტში შესწორებები შეიტანა.
როგორც კანონის პროექტშია ნათქვამი, იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია, კანდიდატი წარადგინოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების გარეშე.

იტვირთბა....