aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო სამართალი

თურქეთში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

ანკარაში ბინების გაქურდვაში ეჭვმიტანილი საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. იინფორმაციას ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით “პირველი არხი” ავრცელებს. დამნაშავეების ბინაში აღმოჩენილია მოპარული ნივთების ნაწილი, მათ შორის, კომპიუტერები და ძვირფასეულობა.

სამართალდამცავები ცნობით, დაკავებულები არიან საქართველოს მოქალაქეები ნიკა ტ.  ავაზი უ. რატი გ. და როლანდი უ. ისინი პოლიციამ ნაქირავებ ბინაში აიყვანა.

გამომძიებლების ცნობით, დამნაშავეებმა ერთ-ერთ გაქურდულ სახლში სუპერმარკეტში შეძენილი საკვები დატოვეს და სწორედ ამის მიხედვით მოახერხეს პოლიციელებმა მათი ადგილსამყოფელის დადგენა.

იტვირთბა....