ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბესელია: კობახიძე ვინ არის, რომ სიტყვით გამოსვლის უფლება შემიზღუდოს

„მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძეს ვანიშნე პროცედურაზე, ჭერს უყურა იმდენი ხანი, რამდენიც დარბაზისთვის არ მიუპყრია ყურადღება, ყველგან გაიხედა, ოღონდ, არ შეემჩნია, რომ სიტყვის უფლებას ვითხოვდი”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ეკა ბესელიამ მისი და პარლამენტის თავმჯდომარის დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

“კობახიძე ვინ არის, რომ სიტყვით გამოსვლით არ ვისარგებლო და ეს უფლება შემიზღუდოს? ვუთხარი, თუ ვერ მხედავ, ამოვალ-თქო და ავედი, უფრო ახლოს დავენახე. გავაფრთხილე, რომ კეთილი ინებოს, კონსტიტუცია და რეგლამენტი დაიცვას. გაფრთხილება მივეცი, ჩვენი უფროსი კი არ არის, სხდომის წამყვანია და როცა პროცედურებს არღვევს, პასუხი მოეთხოვება. ყველა დარღვევას ვაგროვებ და მისი პასუხისმგებლობის საკითხს აუცილებლად დავაყენებ. თუ მას იქამდე არ ჩამოაშორებენ იმ პოზიციას, სადაც მისი ყოფნა საფრთხის შემცველია, მისი გადაყენების საკითხს დავაყენებ. პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას თავისი პროცედურა აქვს და ეს პროცესი იქნება მისთვის დამასრულებელი, თორე, შინაასრობრივად გინდ ყოფილა, გინდ არა, ერთი კომიკური ფიგურაა. არ იცის ურთიერთობა, როგორ მოიქცეს, რეგლამენტი როგორ დაიცვას, იცის, მხოლოდ ჭერში ყურება, ან გვერდით გახედვა, რომ არ შეგამჩნიოს. ახლა მიკროფონების გამორთვა ისწავლა. სანამ ზემოთ მეორედ ავსულვარ, გონს მოეგოს“, – განაცხადა ბესელიამ.

ირაკლი კობახიძე ითხოვს, თქვენობითი ფორმით მიმართონ

იტვირთბა....