ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე ითხოვს, თქვენობითი ფორმით მიმართონ

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ითხოვს, პარლამენტარებმა თქვენობით მიმართონ.

კობახიძის მოთხოვნას წინ უძღოდა დეპუტატ ეკა ბესელიას მიმართვა:  “ყურადღებით ირაკლი, შენ მოგმართავ. ხომ ხედავ, სადაც ვზივარ. თუ ვერ მხედავ, შემიძლია ახლოს მოვიდე ცოტა.”

რაზეც კობახიძემ უპასუხა:

“პარლამენტის თავმჯდომარეს ჯერ თქვენობით უნდა მიმართოთ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე მოგმართავთ თითოეულ თქვენგანს. შემდეგზე, როცა ამ შეცდომას გამოასწორებთ, მერე მოგცემთ სიტყვას”.

მიკროფონის გამორთვის შემდეგ, ეკა ბესელია ავიდა ტრიბუნაზე ავიდა:

ეკა ბესელია:  “ხო არ შეგეშინდა?”

ირაკლი კობახიძე: “შიში თქვენკენ მოიკითხეთ”

ეკა ბესელია: “სანამ აქედან ჩამომიყვანიხარ, წესიერად მოიქეცი”

ირაკლი კობახიძე: “შიში ქალბატონო ეკა თქვენკენ მოიკითხეთ”

ამ დიალოგის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურის სამსახურს სთხოვა, ეკა ბესელიასთვის ეთიკის დასაცავად მიემართა.

 

იტვირთბა....