საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც არის წილხვედრი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ დღის დაწესება და მისი სათანადოდ აღნიშვნა, ეს დღე უნდა იქცეს ეროვნულ დღესასწაულად. ამ დღეს განსაკუთრებით უნდა ვმადლობდეთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ჩვენი ქვეყნისა და ერის მფარველობისთვის. რომ არა მისი მფარველობა და წყალობა დღეს საქართველო არ იარსებებდა. მას შემდეგ რაც, საქართველო გაქრისტიანდა, ქართველ ერს, მიუხედავად მრავალი ბრძოლებისა და ტანჯვისა, არასდროს არ უღალატია ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის, ამიტომ გადავრჩით და მოვედით დღევანდელ დღემდე. და დღეს როცა მიმიდინარეობს ბრძოლა მართლმადიდებლობისა და ეკლესიის წინააღმდეგ, მიმდინარეობს მცდელობა ღვთისგან დადგენილი კანონების შეცვლის, უზნეობის, მამათმავლობისა და მსგავსი გარყვნილებების ნორმად წარმოჩენისა და დამკვიდრების, ჩვენ ჩვენი წინაპრების მსგავსად უნდა ვიყოთ ერთგული და დამცველი ჩვენი დიდი საუნჯის, მართლმადიდებლობის. ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ზნეობა და ღირსება და ოჯახის სიწმინდე, სხვაგვარად ჩვენი გადარჩენა შეუძლებელია, რასაც სამწუხაროდ პოლიტიკოსების უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, რისი შედეგიც არის ქვეყნის დღევანდელი მდგომარეობა. საქართველო ქრისტესთვის და სამშობლოსათვის წამებულთა ქვეყანაა. თითოეული გოჯი ქართული მიწისა მორწყულია მოწამეობრივი სისხლით, ამიტომ ამ წმინდა მიწაზე, ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ყველამ უნდა შეიგნოს, რომ არ შეიძლება გეი-აღლუმებისა და ლგბტ პრაიდების ჩატარება, ამას ქართველი ხალხი არ დაუშვებს ვინც არ უნდა ლობირებდეს მათ. რაც არ უნდა ბნელები და მარგინალები გვეძახოთ ქართველი ერი ყოველთვის იდგება ქვეყნის, სარწმუნოების, ზნეობისა და ღირსების სადარაჯოზე”.
ალექსანდრე ერქვანია, “ქართული ოცნების” დეპუტატი