პარტია “თავისუფალი საქართველოს” თავმჯდომარემ გოგი წულაიამ ზესტაფონის მერობის კანდიდატად გოგი წულაია დაასახელა.
როგორც “მეტრონომს” წულაიამ განუცხადა, ზესტაფონში გამარჯვებით შეიძლება ბრძოლა დაიწყოს ყველა ქალაქის თვითმმართველობის გასაძლიერებლად.
“არ ჩამეთვლება ტრაბახში, ვთვლი, რომ პოპულარული ვარ, ცნობადი ვარ, ჩემი საქციელით და გამოსვლებით ვუყვარვარ ამ ადამიანებს და მაქვს დიდი შანსი. სანამ გადავწყვიტავდი დასახელებას დავდიოდი ისე ზესტაფონში და ახალ განსაკუთრებულად ვივლი. ვგრძნობდი დიდ სიყვარულს. მომავალი გვაჩვენებს რამდენად მოხდება ამ სიყვარულის ხმებში ასახვა. ვგრძნობ, რომ მოსახლეობას ვუყვარვარ. ზესტაფონში შეიძლება ბრძოლა ყველასთვის – გინდა წალენჯიხა იყოს, გინდა სიღნაღი, გინდა თელავი. თვითმმართველობის გასაძლიერებლად ბრძოლა ზესტაფონიდან შეიძლება. იგივე ქუთაისის პრობლემებისთვის ბრძოლა ზესტაფონიდან შეიძლება. ზესტაფონში ბრძოლით ყველა ქალაქისთვის ვიბრძვით”, – აცხადებს წულაია.
წულაიას შუალედურ არჩევნებში მხარს ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა” და ,,ეროვნულ პატრიოტული მოძრაობა” და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უჭერენ.