ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“უმრავლესობა ლაჩრულად იქცევა და უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას” – დოლიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, ვენეციის  კომისიის დასკვნის გამოქვეყნებამდე პარლამენტში იმ საკანონმდებლო პაკეტის განხილვას გამოეხმაურა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევას ეხება.

მისი განცხადებით უმრავლესობა უფრთხის ვენეციის კომისიის პოზიციას. იქცევა ლაჩრულად, როდესაც ერთი მხრივ, ვენეციის კომისაში მოთხოვნას აგზავნის მოსაზრებებისთვის და მეორე მხრივ, არც ელოდება მოსაზრებებს და წინასწარ იღებს კანონპროექტს

როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი საქართველოს პარლამენტს ჯერ კიდევ 2016 წელს წარუდგინა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, თუმცა მათი კანდიდატურების განხილვა ამ დრომდე არ მომხდარა. შესაბამისად, მისივე თქმით, ახლა საფუძველს მოკლებულია არგუმენტი, რომ უზენაეს სასამართლოს მოსამარათლეები აკლია და ამიტომ, სასამართლო დროულად უნდა დაკომპლექტდეს. დოლიძის თქმით, სინამდვილეში ვითარებება ასეთია, რომ უმრავლესობას სურს სასამართლო “საკუთარი მოსამართლეებით” დააკომპლექტოს, რის გამოც უსწრაფესი წესით ხდება ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რათა მურუსიძე-ჩინჩალაძემ კობახიძის მეშვეობით უზენაეს სასამართლოში საკუთარი ხალხი დანიშნოს.

„სინამდვილეში არგუმენტი, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები აკლია და ამიტომ რეაქტიული სიჩქარით უნდა მივიღოთ ეს პროექტი, ცხადია, საფუძველს მოკლებულია, რადგან პარლამენტში 2016 წელიდან წარდგენილია უზენაესი სასამართლოს მოსართლეობის სამი კანდიდატი: ნონა თოდუა, თამარ ლალიაშვილი და ლევან ბოძაშვილი. საქართველოს პარლამენტს, თუ ასე ეჩქარებოდა, მაშინ ამ ადამიანებისთვის უნდა ეყარა კენჭი, მათი იგნორირება არ უნდა მოეხდინა და შემდეგ უნდა ეზრუნა დანარჩენ კანდიდატურებზე. ფაქტია, რომ მოხდა იურიდიული თვალსაზრისით გამართულად წარდგენილი ადამიანების სახელებისა და გვარების იგნორირება”, – განაცხადა დოლიძემ.

რაც შეეხება არგუმენტს, თუ რატომ არ განიხილა პარლამენტმა 2016 წელს ყოფილი პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატები, ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ უმრავლესობისთვის გიორგი მარგველაშვილის მიერ წარდგენილი კანდიდატები მიუღებელია.

იტვირთბა....