“მთხოვეს კომენტარი, ამიტომ შემიძლია ჩემი პოზიცია დავაფიქსირო: უკრაინა, ისევე, როგორც საქართველო ვერ შეინარჩუნებს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დამოუკიდებლობას დასავლურ სტრუქტურებში გაწევრიანების გარეშე. ორივე მათგანი რუსეთის ვასალი სახელმწიფო გახდება, ესეთია ჩვენი რეგიონის გეოპოლიტიკა. ევროკავშირს, პოლიტიკური მეცნიერების ენაზე, ხშირად ‘კეთილთვისებიან იმპერიას” უწოდებენ-დიახ, ორივე, ნატო და ევროკავშირი არის გაერთიანება, რომელში გაწევრიანებაც მოითხოვს მათ მიერ დადგენილი თამაშის წესების მიღებას. ის, რომ ეს თამაშის წესები მათი არჩევანიცაა, ქართველებმა და უკრაინელებმა მრავალჯერ განაცხადეს. საბოლოო ჯამში, ჭკვიანი ხალხი ვართ, მამაციც-უკრაიანა უკანასკნელი ქვეყანააა, სადაც ევროპის იდეისთვის ხალხი დაიღუპა, ‘მაედანზე’. თუ რომელიმე პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ უკრაინელებს ან ქართველებს რაიმე სხვა, უკეთესი არჩევანი აქვთ, ინტერესით მოვისმენ არგუმენტებს, ჯერ ესეთი არ მომისმენია. (ინაშვილი/ბურჯანაძის ინტელექტუალური და მორალური კალიბრის არგუმენტებს არ ვგულისხმობ, ცხადია)”
სალომე სამადაშვილი; სოციალური ქსელი;