aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი” – დეპუტატი ტერენტი გრანელს ბოდიშს უხდის

aviabiletebi
ავიაბილეთები

ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი პატარიძემ, დღეს მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, სადაც ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმას განიხილავდნენ, განცხადა რომ ის ტერენტი გრანელსა და საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

„ტერენტი გრანელი პოეტიც იყო და პროზაიკოსიც, მაგრამ მე მინდა საზოგადოებას და ტერენტი გრანელს მოვუხადო ბოდიში, რომ დღევანდელი საღამო არ გამოგვიდა მშვიდი, მაგრამ ხიდან ხეზე აუცილებლად გადაფრინდება ჩიტი“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ირაკლი პატარიძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ დღეს ბათუმის საკრებულოში სხდომაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. საკრებულოს დეპუტატი „ნაციონალური მოძრაობიდან” როინ ზოიძე ფიზიკური დაპირისპირების დროს დაშავდა.

ფიზიკური დაპირისპირება და კამათი ბათუმში ტერენტი გრანელის ბიუსტის დადგმის საკითხის განხილვას მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მირდატ ქამადაძემ განათლების კომისიის თავმჯდომარეს ჰკითხა, ტერენტი გრანელი პოეტი იყო თუ პროზაიკოსი.

 

იტვირთბა....