“ვისაც არ ჯერა ამ ქვეყანაში თავისუფალ მედიასთან ბრძოლის: კარგი, ვთქათ რ2ის არ გჯერათ, აბა სცადეთ და ახსენით, აჭარის საზმაუწყებლის წარმატებულ დირექტორს რატომ უპირებენ გაშვებას? დიახ, იმიტომ რომ შედარებით თავისუფალი სივრცე შექმნა.
ჩემი მხარდაჭერა Natia Kapanadze”
ნიკა გვარამია
სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიო განცხადებით, მრჩეველთა საბჭოს ორმა წევრმა თავმჯდომარეს, დირექტორის, ნათია კაპანაძის მიმართ უნდობლობის პროცედურის დასაწყებად მიმართა.
აჭარის მაუწყებლის განცხადებით, საქმე სიტყვის თავისუფლებას და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დამოუკიდებლობას ეხება.