თბილისის მერი კახი კალაძე ტაქსის მძღოლების პროტესტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ტაქსის მძღოლებისთვის რეფორმა მტკივნეული არ ყოფილიყო.
„ყველანაირი მდგომარეობა შევისწავლეთ მათი, სოციალური პრობლემები, ყველაფერი. მივიღეთ ისეთი გადაწყვეტილება, რომ მტკივნეული არ ყოფილიყო მათთვის. მათ ერთი თეთრიც კი არ დაეხარჯათ. ყველაფერზე წავედით და მე უკვე მგონია რომ ეს არის ლეიბორისტული პარტიის მოთხოვნები, რომ ქალაქში არაფერი არ გაკეთდეს, რეფორმა არ განხორციელდეს. და ასე არ გამოვა მეგობრებო. ჩვენ გვინდა რომ მოვაწესრიგოთ ზოგადად ეს მიმართულება,“-განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, დედაქალაქის მერი კახი კალაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ ქალაქში ქაოტური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, ახალი რეგულაციები აუცილებელია.
ტაქსის მძღოლების განცხადებით, რეგულაციებით ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდებათ.
თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღებვის ვალდებულება აღარ ექნებათ.
თბილისის მერი კახა კალაძე ტაქსის მძღოლების ულტიმატუმს პასუხობს.
მისი განცხადებით რეფორმის გადადება არ მოხდება.