ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მერია – ტაქსის მძღოლებს ავტომანქანების თეთრად შეღებვის ვალდებულება აღარ ექნებათ

თბილისის მერის მოადგილის ილია ელოშვილის განცხადებით, ტაქსის მძღოლებს მანქანების თეთრად გადაღებვის ვალდებულება აღარ ექნებათ. ელოშვილის განცხადებით, გადაღებვის ნაცვლად, მძღოლებს შეეძლებათ, რომ თეთრი ფირი გამოაკრან.

შეგახსენებთ, დედაქალაქის მერი კახი კალაძე ინიციატივით გამოვიდა, რომ ქალაქში ქაოტური სიტუაციის თავიდან ასაცილებლად, ახალი რეგულაციები აუცილებელია.

ტაქსის მძღოლების განცხადებით, რეგულაციებით ისედაც მძიმე სოციალური მდგომარეობა კიდევ უფრო დაუმძიმდებათ.

 

იტვირთბა....