ზუგდიდში დაკავებული ,,ნაცმოძრაობის” აქტივისტი მანუჩარ ჩხეტია წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის დააკავეს. როგორც სამართალდამცველები ამბობენ, დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს და ის საკუთარ პოზიციას სასამართლოში დააფიქსირებს. მას ბრალი ადმიმისტრაციული სამართალწარმოებათა კოდექსის 161-ე და 173-ე მუხლებით წარედგინა.
რაც შეეხება ანა წითლიძეს, მან პოლიციის შენობა დატოვა.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოს წევრი მანუჩარ ჩხეტია, ანი წითლიძე და ენმ-ს წევრი გიორგი პატარაია დააკავეს.