მთავარი ციტატა

„ამ კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის საბჭო სასამართლოში ხდება კანცელარია”

„ამ კანონპროექტის მიხედვით, იუსტიციის საბჭო სასამართლოში ხდება კანცელარია. ეს კანონპროექტი არ შეესაბამება კონსტიტუციას. ამ კანონპროექტის განხილვა, პრაქტიკულად, არის ფორმალური.
ამ საკითხზე საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო კანონპროექტი და ჩვენ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნას. შეუძლებელია, რომ ვიმსჯელოთ იმ კანონპროექტის მხარდაჭერაზე, რომელიც დღეს კომიტეტზე გამოდის. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნის საშუალება. სხვა მხრივ, თავად ეკამაც, როგორც იურისტმა და პოლიტიკოსმა, ძალიან კარგად იცის, რომ ამ თემას პერსპექტივა არ აქვს”.

მამუკა მდინარაძე, ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე
მდინარაძე “ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, ეკა ბესელიას მიერ მომზადებულ კანონპროექტს გამოეხმაურა

იტვირთბა....