“ჩვენ ძალიან კარგად ვნახეთ, რომ მიმდინარეობს ზეწოლა საზოგადოებაზე და აზრის მოხვევა, რომ თითქოს ლევან მურუსიძე არის გმირი და ლევან გოგიჩაიშვილი, ყველა ჩვენი თანამებრძოლი და ის ბრძოლა საერთოდ, რაც ვაწარმოეთ 2012 წლამდე, იყო „ნაცების“ წისქვილზე წყლის დასხმა და ჩვენ ვართ ყველანი „ნაციონალები“, ვინც ამას ვიზიარებთ, რაც რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეურაცხყოფა და მიუღებელია. ჩვენთვის ძალიან ძვირფასია ის წლები, რომელიც გამოვიარეთ ქართულ საზოგადოებასთან ერთად. ეს ხელისუფლება ხელისუფლებაში 26 მაისის, 7 ნოემბრის, სანდრო გირგვლიანის თემით მოვიდა და ეს ფონი თითოეულმა ჩვენთაგანმა შევქმენით საზოგადოებასთან ერთად. ახლა ამ ისტორიის წაშლა მიმდინარეობს, თითქოს ისტორია დაიწყო 2012 წლიდან. გუნდში ყოველთვის იყო კომპლექსი, ადამიანებს ჰქონდათ კომპლექსი, რომ ისინი არ არსებობდნენ 2012 წლამდე. ისინი იშვნენ 2012-ში, 2014-ში, მაგალითად პარლამენტის თავმჯდომარე და მათი ისტორია სწორედ აქედან დაიწყო. ისინი ჩვენზე უფროსებიც არიან ასაკით, მაგრამ მათ არასდროს ჰქონიათ პროტესტი სანდრო გირგვლიანზე“.
ჯაბა ჯიშკარიანი, “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი
ვახტანგ შაქარიშვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა „ქართული ოცნება“დატოვეს
“ისინი რომ მიდიოდნენ, მე ვიცოდი” – კალაძე შაქარიშვილის და ჯიშკარიანის პარტიიდან წასვლაზე