“ყველა ადამიანი თავისუფალი ვართ ჩვენს არჩევანში”, – ასე აფასებს დედაქალაქის მერი, კახა კალაძე “ქართული ოცნებიდან” და საკრებულოდან ვახტანგ შაქარიშვილისა და ჯაბა ჯიშკარიანის წასვლის საკითხს.
მისივე თქმით, ყოფილი თანაპარტიელების გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული იყო.
„ისინი რომ მიდიოდნენ, მე ვიცოდი. ჩვენ გუშინ გვქონდა შეხვედრა და მითხრეს ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეს მათი გადაწყვეტილებაა. ყველა ადამიანი თავისუფალი ვართ ჩვენს არჩევანში, ჩვენს გადაწყვეტილებებში და მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება”,- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ვახტანგ შაქარიშვვილმა და ჯაბა ჯიშკარიანმა პარტია და საკრებულო დღეს დატოვეს.