ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბექა ნაცვლიშვილი: ვერ დავეთანხმები იმ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ ყოფილი წევრი, ბექა ნაცვლიშვილი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის გუშინდელ ინტერვიუს ეხმაურება და აცხადებს, რომ ვერ დაეთანხმება იმ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს.

“აზრთა სხვადასხვაობა, ამასთან დაკავშირებით, იყო, დღესაც არის და ყოველთვის იქნება, იმიტომ, რომ ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს, ეს ცხადია. მე პირველი ვიყავი თითქმის, რომელმაც უმრავლესობა დატოვა, ეს იყო 6 თვის წინ, დაახლოებით, როდესაც ვთქვი თავიდანვე, თუ ჩემ მიერ წარმოდგენილ 4 რეფორმას არ დაუჭერდა მხარს უმრავლესობა, მე დავტოვებდი უმრავლესობას. ეს აზრთა სხვადასხვაობა ცხადი იყო მაშინაც. აქედან გამომდინარე, ვერ ვხვდები, ფორმა გაინტერესებთ ოპონირების როგორი იქნება? დამერწმუნეთ ბევრად უფრო მწვავე იქნება, ვიდრე ვინმე შეძლებს ამ პარლამენტში,“ – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ბექა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატები” იმ პერიოდში დატოვა როცა პარტიიდან ეკა ბესელია, გედევან ფოფხაძე და ლევან გოგიჩაიშვილი გავიდნენ, თუმცა მისი პარტიიდან გასვლა საპენსიო რეფორმას უკავშირდებოდა.

იტვირთბა....